Sunday, July 11, 2010

ვინ ესვრის პირველ ქვას?!



             ქვებით ჩაქოლვა-ლინჩის წესით გასამართლება ერთ-ერთი ყველაზე საზარელი მოკვდინების საშუალებაა. თუ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი მოვლენა ცნობიერების დაბალ დონესა და ფაქტის ჩამდენი ადამიანების მხრიდან არაადამიანურობის გამოვლენაა, ირანში მსგავს ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 98-107 მუხლები არეგულირებს, სადაც მითითებულია, თუ პირველმა ვინ უნდა ესროლოს ქვა.
          ამავე კანონის 102-ე მუხლის მიხედვით, თავდაპირველად ბრალდებულს მარხავენ ორმოში, თუმცა განსხვავებულია სხეულის მიწით დაფარვის ზღვარი მამაკაცისა და ქალის შემთხვევაში. ბრალდებულ მამრობითი სქესის წარმომადგენელს მარხავენ წელამდე, ხოლო ქალს მხრებამდე. გადარჩენის ინსტიქტის ამოძრავების დროს ქალს ყველანაირი გზა აქვს მოჭრილი თავი დააღწიოს გარდაუვალ სიკვდილს, ხოლო კაცს ეძლევა შესაძლებლობა მოხერხების შემთხვევაში გადაურჩეს კანონის აღმსრულებელს_აქაც მკვეთრად შეზღუდულია სუსტი სქესის წარმომადგენელთა უფლებები.
                    104-ე მუხლი განსაზღვრავს ქვის ზომას, რომელიც არც ისე დიდი არ უნდა იყოს, რომ პირველ ან მეორე სროლაზე ბრალდებულის სიკვდილი გამოიწვიოს, მაგრამ არც მთლად კენჭისოდენა.
         იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, “შემამსუბუქებელ გარემოებად” შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ პირველ ქვას ესვრის მოსამართლე.
          ამავე კოდექსის თანახმად ქვებით ჩაქოლვას, გარდა მოსამართლისა, უნდა ესწრებოდეს არანაკლებ სამი კაცისა., თუმცა რთული ასახსნელია რა სიამოვნებას ანიჭებს მათ აგონიაში მყოფი ადამიანის ყურება.

No comments:

Post a Comment