Thursday, July 1, 2010

უბრალოდ - პიკასო

მამამისი ხოსე რუის ბლანკო მხატვარი და ხატვის მასწავლებელი იყო. 1901 წლიდან დედამისის(მარია პიკასო ლოპეზი) გვარის _პიკასოს ტარება დაიწყო.
1900-იან წლებში უკვე შექმნა თავისი პირველი მნიშვნელოვანი .ცისფერი პერიოდის”,1901-04, დავარდისფერი პერიოდის”, 1905-06 ნამუშევრები. მათში არის გადმოცემული ღატაკთა და მიუსაფართა (ბრმები,მათხოვრები,მაწანწალები...) ტრაგიკული მარტოობის განწყობილება.მომდევნო წლებში კომედიანტთა სახეებში მხატვარმა გვიჩვენა ადამიანისა და სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ტრაგიზმი, მოგვცა სახეთა სოციალურ-ფსიქოლოგიური დახასიათება (”მოხუცი მათხოვარი ბიჭთან ერთად” , გოგონა ბურთზე”). 1907 წლიდან პაბლომ კავშირი შეწყვიტა მსოფლიო ფერწერის რეალისტურ ტრადიციებთან,თუმცა ამის შედეგადაც იგი ბევრჯერ დაბრუნდა რეალიზმს და კლასიკურად შეუხამა იგი ავანგარდიზმის ყველაზე უკიდურეს ექსპერიმენტებს.პაბლომ ძალზედ მტკივნეულად განიცადა ბურჟუაზიული საზოგადოების კრიზისი,კაპიტალიზმის პირობებში მხატვარი ვერ ხედავდა ძალას,რომელიც წინ აღუდგებოდა ამ საშიშ სინამდვილეს.იგი არღვევს საგნების გრძნობადმხედველობით სახეებს,თუმცა კუბიზმის პერიოდის ზოგიერთი ნამუშევარი მოკლებული არ არის დახვეწილ დეკორატიულობას და ემოციურ ჟღერადობას (“'ქალი მარაოთი”1909 .პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი,მოსკოვი).
30-იანი მეორე ნახევრიდან პაბლოს შემოქმედებაში თანდათან უფრო ჩანს თანამედროვე მოვლენათა გამოძახილი.მხატვრის რეაქციამ ძალმომრეობაზე, ხალხის ტკივილმა და ტანჯვამ მის სურათებში გროტესკის სახე მიიღო_მტირალი ქალი, “კატა და ჩიტი. ამ დროიდან მკაფიოდ გამოიკვეთა მხატვრის საზოგადოებრივი პოზიცია,იგი სახალხო ფრონტის გამოცენილი მოღვაწე გახდა საფრანგეთში,აქტიურად ებრძოდა ფაშიზმს ესპანეთში 1936-39.ამ პერიოდში შექმნილ სურათებში ჯერ კიდევ იგრძნობა სუბიექტივიზმი. ამ სუბიექტივიზმის დაძლევის გზით მხატვარმა შექმნა პროგრესული ნაწარმოებები_გენერალ ფრანკოს ოცნება და სიყალბე. ფაშიზმის წინააღმდეგ მძაფრი პროტესტითაა გაჟღენთილი პანოგერნიკა” (1937, პრადო, მადრიდი), სადაც ექსპრესია უმაღლეს ვერვალზეა აყვანილი.
1944-დან ყო საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი. პაბლოს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ხელოვნებაზე.მხატვრის მოღვაწეობა აღსავსეა წინააღმდეგობებით,მოწინავე საზოგადოებრივი მისწრაფებები და თანამედროვე ბურჟუაზიული ხელოვნება,კრიზისი ერთდროულად აისახა შემოქმედებაში.მხატვარმა რთული გზა გაიარა.იგი მუდამ გრძნობდა ეპოქის მტკივნეულ პირობებს, იბრძოდა პროგრესული იდეალებისათვის. 1950 წელს პაბლო აირჩიეს მშვიდობის მსოფლიო საბჭოში, არის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის 1950 დახალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვისსაერთაშორისო ლენინური 1962 პრემიის ლაურეატი.

No comments:

Post a Comment